სიახლეები - ოზურგეთის მუნიციპალიტეტი - oz.gov.ge

სიახლეები

14/04/2019

სოფელ მშვიდობაურში ხანძრის ლოკალიზება მეხანძრეებმა დროულად შეძლეს





ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ მშვიდობაურში ხანძარი ლიკვიდირებულია. 

ხანძარი დაახლოებით 15:00 საათზე გაჩნდა და 30 ჰა ტერიტორიაზე დასახლებულ პუნქტთან ახლოს გავრცელდა.

დაიწვა ეკლა-ბარდები და ბუჩქნარი.

დროული რეაგირების შედეგად მეხანძრე მაშველებმა და საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურმა ცეცხლის ლოკალიზება მალევე მოახდინა. 

ადგილზე ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე  ოსიკო თოთიბაძე იმყოფებოდა.