სიახლეები - ოზურგეთის მუნიციპალიტეტი - oz.gov.ge

სიახლეები

02/08/2019

თანამონაწილეობითი ბიუჯეტირების პროექტის ფარგლებში 3 გამარჯვებული პროექტი გამოვლინდა!





თანამონაწილეობითი ბიუჯეტირების პროექტის ფარგლებში 3 გამარჯვებული პროექტი გამოვლინდა!

კენჭისყრაში მონაწილეობა ქალაქ ოზურგეთში რეგისტრირებულმა 4 499 - მა მოქალაქემ მიიღო.

პირველ ადგილზე გამარჯვებული პროექტია N8.

ქოზურგეთში, გ. ეპისკოპოსის ქუჩა N25-ში მდებარე 
საცხოვრებელი კორპუსის საკანალიზაციო სისტემის მოწყობა.
კორპუსი შედგება სამი სადარბაზოსგან. ბინის სიძველის გამო შეკეთებას არ ექვემდებარება საკანალიზაციო სისტემა. 
პროექტის ფარგლებში გ.ეპისკოპოსის ქუჩა N25 მდებარე საცხოვრებელ კორპუსში გათვალისწინებულია გარე საკანალიზაციო სისტემის მოწყობა. 
გამარჯვებული პროექტის ღირებულება შეადგენს 15 000 ლარს. 
პროექტის კოეფიციენტია 18.87 და მიიღო 283 ხმა. 
პროექტის ავტორი: მაია სურგულაძე.

მეორე ადგილზე გამარჯვებული პროექტი N6. 
პროექტის ავტორი: ნიკა გუნთაძე

პროექტი ითვალისწინებს ქალაქ ოზურგეთში , (ანასეულში) მეცნიერების ქუჩაზე მინი სტადიონის მოწყობას, რომელიც იქნება ახალგაზრდების თავშეყრის ადგილი, ხელს შეუწყობს ცხოვრების ჯანსაღი წესის დამკვიდრებას და პოპულარიზაციას. ადგილი, სადაც მინი სტადიონი მოეწყობა მჭიდროდაა დასახლებული. ამჟამად მიმდინარეობს დენდროლოგიური პარკის განახლება, მწვანე სივრცეების კეთილმოწყობა, რაც კიდევ უფრო მიმზიდველს გახდის ულამაზეს დასახლებას.
აღნიშნული პროექტის ფარგლებში ანასეულში, მეცნიერების ქუჩაზე გათვალისწინებულია ხელოვნური ბალახის საფარით მინი სტადიონის მოწყობა. 
პროექტის ღირებულება შეადგენს 50 000 ლარს. 
პროექტის კოეფიციენტმა შეადგინა 16.06 და მოიპოვა 803 ხმა. 

მესამე ადგილზე გავიდა პროექტი N4.
ლაშეს სტადიონის კეთილმოწყობა.


პროექტის ავტორი: დავით სურგულაძე
ფარნავაზ მეფისა და დავით აღმაშენებლის ქუჩებს შორის არსებულ ,,ლაშეს“ მინი სტადიონზე, საწვრთნელ ვარჯიშებს გადის ოზურგეთში არსებული საბავშვო ფეხბურთის გუნდები, ადგილობრივი მოსახლეობის მიერ ტარდება სხვადასხვა აქტივობები. ბავშვთა ფეხბურთის განვითარებისა და ჯანსაღი ცხოვრების წესის ხელშეწყობისთვის, აუცილებელია, სტადიონზე მინიმალური ინფრასტრუქტურის მოწყობა. 
აღნიშნული პროექტის ფარგლებში, ლაშეს სტადიონზე, გათვალისწინებულია გასახდელისა და საშხაპის მონტაჟი, ღობის აღდგენა და სადრენაჟე არხის გაწმენდა. 
პროექტის ღირებულება შეადგენს 75 000 ლარს. 
პროექტის კოეფიციენტმა შეადგინა 15.67 და მოიპოვა 1 175 ხმა.

#NDIGeorgia
#ოზურგეთისმუნიციპალიტეტისმერია 
#ოზურგეთისმუნიციპალიტეტისსაკრებულო
#გურიისახალგაზრდულირესურსცენტრი
#ოზურგეთისპროგრესისსახლი #CSI
#NDI 
#GYRC #GuriaYouthResourceCenter 
#იყავითანამმართველი 
#egovernance