სიახლეები - ოზურგეთის მუნიციპალიტეტი - oz.gov.ge

სიახლეები

25/07/0204

„თანამშრომლობა საქართველოში სოფლის აღორძინებისთვის“





ქეა საერთაშორისო კავკასიაში, რეგიონული განვითარების ასოციაცია (RDA) და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკის საერთაშორისო სკოლა (ISET) სენაკის, ხობის, აბაშის, ლანჩხუთის, ჩოხატაურის, ოზურგეთის და ცაგერის მუნიციპალიტეტებში, საქართველოში ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით ერთობლივად ახორციელებენ „ევროპულ სამეზობლო პროგრამას სოფლის მეურნეობისა და სოფლის განვითარებისთვის“ (ENPARD - საქართველო).

ENPARD-ის პროექტის: „თანამშრომლობა საქართველოში სოფლის აღორძინებისთვის“ ფარგლებში შერჩეულ საპროექტო განაცხადებს შორის წარმოდგენილი სასოფლო-სამეურნეო სექტორი მრავალფეროვანია. კერძოდ: რძის პროდუქტების წარმოება, ბოსტნეულის და ხილის წარმოება სათბურებში, ჩაის წარმოება, სასოფლო-სამეურნეო პროდუქტების შენახვა-დასაწყობება, მეფუტკრეობა და სხვა.

ტრენინგ-პროგრამა, ორგანიზაციული განვითარების და ბიზნესის დაგეგმარების საკითხებზე, 5 მუნიციპალიტეტში ჩატარდა. ტრენინგები დაიწყო 2 ივლისს  სენაკში და დასრულდა 22 ივლისს, გურიის რეგიონში. ოზურგეთში,  ტრენინგ-პროგრამაში აგრეთვე მონაწილეობდა  სამიზნე მუნიციპალიტეტების საინფორმაციო-საკონსულტაციო ცენტრების წარმომადგენლები.

ტრენინგ-პროგრამის გავლშ შემდეგ, ფერმერებს საშუალება ეძლევათ კონკურსის მეორე ეტაპში მიიღონ მონაწილეობა. შეირჩევა საუკეთესო საპროექტო განაცხადები ბიზნესით დაინტერესებული მხოლოდ ისეთი ფერმერული ჯგუფებიდან, რომელთა სასოფლო-სამეურნეო საქმიანობის უპირატესი მხარე არის ჯგუფის მდგრადობა.

ENPARD- პროექტი: „თანამშრომლობა საქართველოში სოფლის აღორძინებისთვის“ გუნდი უკვე ჩართულია ახალ საინფორმაციო კამპანიაში, რომლის მიზანია ინფორმაციაზე ხელმისაწვდომობის გაზრდა სასოფლო-სამეურნეო სახის თანამშრომლობის შედეგად მიღებული სარგებელისა და გამოწვევების შესახებ, ბიზნესით-დაინტერესებულ ფერმერთა ჯგუფების ჩამყალიბების ხელშეწყობის მიზნით. აღნიშნულთან დაკავშირებით, პროექტის გუნდი მუშაობს სამიზნე მუნიციპალიტეტებში ფერმერთა ჯგუფების ან/და უკვე დარეგისტრირებული სასოფლო-სამურნეო კოოპერატივების შესარჩევად.