სიახლეები - ოზურგეთის მუნიციპალიტეტი - oz.gov.ge

სიახლეები

31/10/2019

წარმატებული აბიტურიენტების დაჯილდოვება





 ოზურგეთის მუნიციპალიტეტმა, წელს, ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგების მიხედვით 100%-ანი გრანტის მფლობელი 10 მოსწავლე დააჯილდოვა.  გრანტოსნებს 3000 -3000 ლარი საზეიმოდ ალეგრობის დღესასწაულზე გადაეცათ, 1000 -1000 ლარს მიიღებენ ახალგაზრდების ამღზრდელი სკოლებიც. ეს ახალგაზრდები და სკოლებია: ვანო მეგრელიშვილი - წმიდა გაბრიელ ეპისკოპოსის სახელობის სკოლა; ნინო ინწკირველი - წმიდა გაბრიელ ეპისკოპოსის სახელობის სკოლა; აკაკი ზღულაძე - ოზურგეთის N1 საჯარო სკოლა;  სალომე ჩაგუნავა - ოზურგეთის N2 საჯარო სკოლა; მარიამ გორგაძე - წმიდა ნინოს სახელობის სამრევლო სკოლა; ნინო ჩხიკვიშვილი - წმიდა ნინოს სახელობის სამრევლო სკოლა; თათია სალუქვაძე - სოფელ ლიხაურის საჯარო სკოლა; ანი თუთისანი - დაბა ლაითურის საჯარო სკოლა; თამარ სირაძე - სოფელ თხინვალის საჯარო სკოლა; ელისაბედ სიხარულიძე - ოზურგეთის N4 საჯარო სკოლა.  ოზურგეთის საკრებულოს ფრაქცია „ქართული ოცნების“ ეს ინიციატივა, რომელიც აღმასრულებელ ორგანომაც გაიზიარა, პირველად 2015 წელს ოზურგეთის თემთა მუნიციპალიტეტში ამოქმედდა. დღემდე ამ პროექტის ფარგლებში 27 წარმატებული ახალგაზრდა დაჯილდოვდა.