სიახლეები - ოზურგეთის მუნიციპალიტეტი - oz.gov.ge

სიახლეები

26/06/2020

ტურისტულ ობიექტებს დამცავი ფარები და საინფორმაციო ფლაერები გადაეცათ





ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიის ტურიზმის განყოფილების ორგანიზებით ტურისტულ ადგილებში, Covid 19 - ის პრევენციული ღონისძიებების ფარგლებში საინფორმაციო სტიკერები, ბროშურები და დამცავი ფარები დარიგდა.

ოზურგეთის მერიის, ეკონომიკის განვითარებისა და ქონების მართვის სამსახურის ხელმძღვანელმა ალეკო მამეშვილმა და ტურიზმის განყოფილების უფროსმა ირინა შალამბერიძემ ინვენტარი მომსახურების სფეროს თანამშრომლებს: მუზეუმებს, საოჯახო სასტუმროებსა და პროექტ „ჩაის გზის“ მონაწილეებს მიუტანეს.

ინვენტარი ოზურგეთის მუნიციპალიტეტს გაეროს განვითარების პროგრამამ, შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს (SDC), ავსტრიის განვითარების სააგენტოსა (ADC) და საქართველოს მთავრობასთან თანამშრომლობით გადმოსცა.

#ოზურგეთი2020

#covid19