სიახლეები - ოზურგეთის მუნიციპალიტეტი - oz.gov.ge

სიახლეები

06/08/2019

ტურიზმის განვითარების ხელშეწყობის მიზნით ტრენინგი ჩატარდა





ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიის ეკონომიკის განვითარებისა და ქონების მართვის სამსახურის - ტურიზმის განყოფილების ინიციატივით მუნიციპალიტეტში მოქმედი საწარმოების, სასტუმროების მფლობელებისა და გიდებისთვის ტრენინგი ჩატარდა.

კომპანია „ეარნეტის“ საინფორმაციო სამსახურის უფროსმა სოფია ვასაძემ დამსწრეებს ელექტრონული პლატფორმების გამოყენებით ტურისტული და სამეწარმეო პროდუქტების, ასევე საკუთარი საქმიანობის რეკლამირების ინსტრუქცია გააცნო და მათ თეორიული რესურსების და გამოცდილების გაზიარების ინსტრუმენტების შესახებ ესაუბრა.

ტრენინგის მიზანია, რაც შეიძლება მეტი ადგილობრივი მეწარმე ჩაერთოს ერთიან საინფორმაციო ჯგუფში, სადაც მთლიანად შეიკვრება გურიის ტურისტული პოტენციალი, იქნება ჯანსაღი კონკურენცია და ტურისტულ სეგმენტში საინფორმაციო კამპანიები დაიგეგმება.

როგორც სოფია ვასაძემ აღნიშნა ინტერნეტის როლი ტურიზმის ინდუსტრიაში საქმიან პარტნიორებთან წარმატებული ურთიერთობის გასაღებია, რადგან აქ გამარტივებულია პროდუქტების გაცნობა, მომსახურების გაწევა, ინტერაქტიული ურთიერთქმედება, ტურისტული ადგილების აღწერა და ტურისტული პოტენციალის წარმოჩენა.

შეხვედრას სახელმწიფო რწმუნებული გურიის მხარეში, ზურაბ ნასარაია და ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიის ეკონომიკის განვითარებისა და ქონების მართვის სამსახურის ხელმძღვანელი - ალეკო მამეშვილი დაესწრნენ.


#გურია #ოზურგეთი #ტურიზმისგანვითარება2019