სიახლეები - ოზურგეთის მუნიციპალიტეტი - oz.gov.ge

სიახლეები

13/05/2019

თვითმმართველობის 100 წლისთავისადმი მიძღვნილი ღონისძიება





2018 წელს პირველი, დემოკრატიულად არჩეული ადგილობრივი თვითმმართველობების შექმნიდან 100 წელი გავიდა, 100 წლის წინ საქართველოს დემოკრატიულ რესპუბლიკაში შეიქმნა თვითმმართველი ქალაქები, თვითმმართველი მაზრები და წვრილი სათემო თვითმმართველობები.

ამ თემასთან დაკავშირებით, ოზურგეთის ფოლკლორის ცენტრში გაიმართა გამოფენა, ისტორიკოსების ირაკლი ხვადაგიანისა და დავით ლოსაბერიძის მცირე ლექციები და დოკუმენტური ფილმის „ინიციატივა არ ისჯება“ ჩვენება.

დოკუმენტური ფილმი XX საუკუნის დასაწყისში საქართველოში, სათემო ინიციატივებისა და თვითორგანიზებული მოძრაობების განვითარებას შეეხება.

ღონისძიებას სახელმწიფო რწმუნებული გურიის მხარეში ზურაბ ნასარაია, ოზურგეთის მერი კონსტანტინე შარაშენიძე, საკრებულოს თავმჯდომარე დავით დარჩია და ადგილობრივი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლები დაესწრნენ.

ექსპოზიცია გაიმართა გერმანია-საქართველოს ურთიერთთანამშრომლობის ფარგლებში, გერმანიის ეკონომიკური განვითარებისა და თანამშრომლობის ფედერალური სამინისტროს (BMZ)დაკვეთითა და გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ) მხარდაჭერით, გამოფენას მხარს უჭერს საქართველოს რეგიონალური განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო, გამოფენის პარტნიორი საქართველოს ეროვნული არქივი, რეგიონებში გამოფენების ორგანიზატორია საბჭოთა წარსულის კვლევის ლაბორატორია.

#გურია2019 #თვითმმართველობის100წელი