სიახლეები - ოზურგეთის მუნიციპალიტეტი - oz.gov.ge

სიახლეები

08/02/2019

ვაკიჯვრისა და ფამფალეთის მოსახლეობასთან შეხვედრები გაიმართა





სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში სოფელ ვაკიჯვრისა და ფამფალეთის მოსახლეობასთან კონსულტაციები გაიმართა.
სოფელ ვაკიჯვარის მოსახლეობამ გამოყოფილი თანხის ფარგლებში პრიორიტეტად სოფლის ცენტრის კეთილმოწყობა და მგზავრთა მოსაცდელის მოწყობა აირჩია, ხოლო ფამფალეთის მოსახლეობამ სასაფლაოს ეზოს შეღობვა, მგზავრთა მოსაცდელისა და საბავშვო ბაღის ეზოში ატრაქაციონის მოწყობა გადაწყვიტა.
შეხვედრას ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე ოსიკო თოთიბაძე, გურიის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე ქეთევან მოისწრაფეშვილი, ადმინისტრაციული, მონაწილეობითი დაგეგმვის და კომუნიკაციის სამსახურის უფროსი გიორგი ინწკირველი ინფრასტრუქტურის სამსახურის განყოფილების უფროსი გოჩა აბაშმაძე ცხემლისხიდის ტერიტორიულ ერთეულში მერის წარმომადგენელთან და დეპუტატთან ერთად დაესწრნენ.

#გურია #ოზურგეთი
#სოფლისმხარდაჭერისპროგრამა2019