ინფრასტრუქტურის განვითარება - ოზურგეთის მუნიციპალიტეტი - oz.gov.ge
ინფრასტრუქტურის განვითარება

ინფრასტრუქტურის რეაბილიტაცია და ექსპლუატაცია 2018 წელი

✓ ინფრასტრუქტურული პროექტები

 

           2018 წელს დაიწყო მასშტაბური ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელება, პარკებისა და სკვერების მშენებლობა-რეაბილიტაცია მშენებლობის ნორმების, ხარისხის და უსაფრთხოების სტანდარტის დაცვით.

  •           გაგრძელდა  წინა მუნიციპალიტეტების მიერ დაწყებული გარდამავალი პროექტები.                   
  •           დაიწყო საგზაო ინფრასტრუქტურის კეთილმოწყობა.
  •           ინფრასტრუქტურული პროექტებისთვის ოზურგეთის მუნიციპალიტეტის 2018 წლის ბიუჯეტი განისაზღვრა  5 518 000 ლარით.
  •           რეგიონში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან  ოზურგეთის მუნიციპალიტეტისთვის გამოყოფილმა თანხამ შეადგინა7 550 519  ლარი, მუნიციპალიტეტის თანადაფინანსებამ -  1 612 771 ლარი.
  •           ჯამში 9 163 290  ლარის ფარგლებში  დასრულებულია:        
  •           ბოხვაური-შემოქმედის დამაკავშირებელი გზის მშენებლობა.
  •           ვაკიჯვარი-ფამფალეთი-მთისპირის 1 755 გრძივი მეტრი  საავტომობილო გზის რეაბილიტაცია.
  •           ნასაკირალი-მელექედურის დამაკავშირებელი გზის მშენებლობა.
  •           სილაური-ოზურგეთი-ნინოშვილი-ლესას მიმართულებით 2 767  მ. გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები.
  •           სოფელ ჭანიეთის ცენტრიდან ქაქუთის დასაწყისამდე 1 979 მეტრი სიგრძის  გზის რეაბილიტაცია. 
  •           შემოქმედის ცენტრი-გორისფერდის გზის პირველი ეტაპის სარეაბილიტაციო სამუშაოები.
  •           საქართველოს მთავრობის განკარგულებით მუნიციპალიტეტს დამატებით აღნიშნული სამუშაოების მეორე ეტაპისათვის გამოეყო 133 793 ლარი, შესაბამისად გაგრძელდა ჭანიეთი-ქაქუთის გზის  სარეაბილიტაციო სამუშაოები  და სოფელ შემოქმედის ცენტრი-გორისფერდის გზის მოწყობა. 
  •           მომზადდა ქალაქ ოზურგეთის ტერიტორიაზე არსებული დაზიანებული ქუჩების (გორკის, ლანჩხუთის, ინგორყვას, შევარდნაძის,ჯორჯიაშვილის, წმ. გიორგის, სანაპიროს, გიორგაძის, ყაზბეგის ქუჩების  სარეაბილიტაციო პროექტი (საერთო სიგრძით 7 732  - ღირებულებით 343 600 ლარი), რომელთა სამუშაოებიც დასრულებულია.
  •           სრულდება სოფელ დვაბზუში 110 მეტრიანი კაპიტალური ხიდის მშენებლობა. 
  •           დასრულდა ნიკოლაძის ქუჩაზე მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის სკვერის კეთილმოწყობა.
  •           საქართველოს მთავრობის მხარდაჭერით სოფელ ჭანიეთში ევროპული სტანდარტების ახალი სკოლა აშენდა.
  •           დასრულდა  არტემ ერქომაიშვილის სახელობის სიმღერისა და გალობის მუზეუმის მშენებლობა.
  •           მიმდინარეობს შეკვეთილის შიდა გზების მოწყობის სამუშაოები; პროექტი მოიცავს 830 გრძივი მეტრი ბეტონის საფარის, გარე განათებისა და ტროტუარების მოწყობას.
  •          გრძელდება დაბა ნასაკირალში N 2 საბავშვო ბაღის მშენებლობის პროცესი, რომელიც 75 აღსაზრდელზე არის გათვლილი.
  •          მოსახლეობის მოთხოვნის თანახმად შესწავლილი იქნა მრავალბინიან სახლებში არსებული ლიფტების მდგომარეობა, დაიგეგმა სარეაბილიტაციო სამუშაოები.
  •            ამ ეტაპისთვის, კოსტავას ქუჩა N2-სა  და N4-ში სამგზავრო და სატვირთო  სამ ერთეულ ლიფტს ჩაუტარდა რეაბილიტაცია. 
  •            სრულდება სხვადასხვა კორპუსში კანალიზაციის სისტემების რეაბილიტაციის სამუშაოები.
  •            დასრულდა  მერაბ კოსტავას №129-ში მდებარე მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის ეზოს  კეთილმოწყობის  სამუშაოები.
  •            შესწავლილი იქნა ქ.ოზურგეთში დაზიანებული სანიაღვრე არხების მდგომარეობა. შედგა შესაბამისი სადეფექტო აქტები, რის საფუძველზეც მომზადდა საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტი, რომლის საერთო ღირებულება შეადგენს  96 544 ლარს.
  •            დაბა ნარუჯაში გადაიხურა 2018  წლის 2 აპრილს ძლიერი ქარის შედეგად დაზიანებული საცხოვრებელი კორპუსის  სახურავი.
  •            ოზურგეთში გადაიხურა  სტიქიის შედეგად დაზიანებული  20 საცხოვრებელი სახლი.
  •            დახმარება გაეწია  2016-2017 წლებში სტიქიის შედეგად დაზარალებულ 46 ოჯახს. შეძენილ იქნა  სახურავის მოსაწყობი მასალები.
  •            მიმდინარეობს სტიქიის შედეგად დაზარალებული ოჯახების (105 ოჯახი)  სახურავის მოსაწყობი მასალების შესყიდვა.
  •            სტიქიის შედეგად დაზიანებული (დაღვარული) გზების შესაკეთებლად შეძენილი იქნა მასალები, რომლითაც მოეწყო 4 200 გრძივი მ. რკინა-ბეტონის  გზა.
  •          იგეგმება ნაპირსამაგრი სამუშაოები.
  •          დაგეგმილია  სხვადასხვა შენობა-ნაგებობის: ნატანებში საცხოვრებელი სახლის,  შრომაში ადმინისტრაციული შენობის, ნაღობილევში - საბავშვო ბაღის, მზიანის კულტურის სახლის, გრიბოედოვის  N21-ში მდებარე  სახლების სახურავების მოწყობა.
  •          სხვადასხვა კორპუსში წყალშემკრები მილების რეაბილიტაცია. ბახვში ყოფილი ჩაის ფაბრიკის 4 საცხოვრებელი სახლის და ინდივიდუალური სახურავების სარეაბილიტაციო სამუშაოები.
  •         მოეწყო სოფელ თხინვალისა და სოფელ ნატანების დამაკავშირებელ საავტომობილო გზის დამეწყრილი მონაკვეთის გზა. 
  •          დასრულდა სოფელ თხინვალში შიდა საუბნო გზებზე ბეტონის საფრისა და ღვარსადენის მოწყობის სამუშაოები.
  •          სოფლებში ბეტონის გზების მოსაწყობად შეძენილია მავთულბადეები.
  •          ხანძრის შედეგად დაზარალებულებისთვის დაბა ლაითურში  მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლი შენდება.
  •          მერია შოთაძეების და დარჩიების სოციალურად დაუცველ ოჯახებს ახალ სახლებს უშენებს.
  •          მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ ერთეულებში ჩატარდა რთული საგზაო მონაკვეთების მოხრეშვა-დაგრეიდერების სამუშაოები.
  •          დამტკიცდა კურორტ  გომის მთის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმა.

✓ სატრანსპორტო პოლიტიკა

  •            სატრანსპორტო სისტემის მოწესრიგებისთვის და ქალაქის საცობებისგან განსატვირთად შევიმუშავეთ პარკინგის წესი და რეგულაციები.
  •            მერიის მიერ ინიცირებული პროექტის მთავარი მიზანია პარკირების ისეთი ადეკვატური შეზღუდვის დაწესება, რომელიც უზრუნველყოფს პარკირების ზონის მინიმუმ 10%-ით განტვირთვას.
  •            წესი ვრცელდება ყველა იმ სატრანსპორტო საშუალებაზე, რომელიც ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში ჩერდება ან დგას.
  •            წესის შესაბამისად განისაზღვრა პარკირების ზონები და დადგინდა შესაბამისი საფასური.
  •            შეიქმნა ა.(ა).ი.პ. „ოზურგეთის მუნიციპალიტეტის პარკირების მართვის ცენტრი,“ რომელიც პარკინგის ადგილების კონტროლს უზრუნველყოფს.
  •            ა.(ა)ი.პ. „ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მომსახურების ცენტრთან“ კოორდინირებული მუშაობით, ადგილობრივი მნიშვნელობის   საავტომობილო გზებზე ტრანსპორტისა  და  საზოგადოებრივი მომსახურების გაუმჯობესებისათვის, ზედამხედველობის სამსახურთან ჩართულობით  შემუშავდა ქალაქ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე განთავსებელი საგზაო-სატრანსპორტო ნიშნების მოწყობის სქემები, რომელიც მუნიციპალური განვითარების ფონდის მიერ დაფინანსდა 229 918  ლარით.  სამუშაოები შპს "გზაჯვარედინმა“ შეასრულა. პროექტის ფარგლებში გაბრიელ ეპისკოპოსისა და ვიქტორ დოლიძის ქუჩების კვეთაში დასრულდა შუქნიშნის მონტაჟი.
  •           დასრულდა 605 საგზაო ნიშნისა და 40 კმ. სიგრძის ჰორიზონტალური მონიშვნის ზოლების მოწყობა, რაც მნიშვნელოვნად მოაწესრიგებს საგზაო მოძრაობას ქალაქის ქუჩებში. გარდა ამისა, იგეგმება ასევე საგზაო ნიშნებისა და ჰორიზონტალური მონიშვნის ზოლების მოწყობა ქალაქის სხვა პერიფერიულ ტერიტორიებზე.
  •           სოფელ შემოქმედში (კვირიკეთი) მიმდინარეობს იპოდრომის მოწყობა.                               
  •           დასრულდა ქალაქ ოზურგეთში, გრიბოედოვის ქუჩის პირველ შესახვევში ასფალტობეტონის საფარის მოწყობის  სამუშაოები.
  •           აჭარა-გურიის საზღვარზე  საგზაო მანიშნებლისა და მიმდებარე ტერიტორიის კეთილმოწყობის სამუშაოები ხორციელდება.
  •           ჭავჭავაძის ქუჩაზე დასრულდა სკვერის სარეაბილიტაციო სამუშაოები.
  •           ასევე, ოზურგეთში, გამსახურდიას ქუჩის მე-3 ჩიხში N6-ში მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის ეზოს კეთილმოწყობა.
  •           დასრულდა სოფელ ნატანებში "კაპროვანის“ ტერიტორიაზე  გზის რეაბილიტაციის  სამუშაოები.
  •           განხორციელდა ოზურგეთიდან ადმინისტრაციული ერთეულების ცენტრებამდე დამაკავშირებელი გზების აღდგენითი  სამუშაოები.
  •            მიმდინარეობს ოზურგეთის ქუჩების გზის საფარის ორმული შეკეთება.                   
  •            განახლდა პარკის ინფრასტრუქტურა.
  •            ოზურგეთის საბავშვო ბაღებში დაიწყო სარეაბილიტაციო სამუშაოები.
  •            მიმდინარეობს  ტენდერი საჯარო სკოლების (ნასაკირალის, მაკვანეთის, ნარუჯისა და ბახვის) სარეაბილიტაციო სამუშაოების ჩასატარებლად.
  •             ინფრასტრუქტურული პროექტების ნაწილი დასრულებულია, ნაწილი წლის ბოლომდე დასრულდება.
  •            იგეგმება: სოფელ ოზურგეთის ტერიტორიაზე  კულტურის სახლის   სარეაბილიტაციო სამუშაოები, ცხემლისიხიდი-ვაკიჯვრის გზიდან ბაღდადის ეკლესიამდე დამაკავშირებელი გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები.                 
  •           მომზადდა დაბა ნარუჯის გავლით, დაბა ლაითურის ცენტრთან დამაკავშირებელი საავტომობილო 7 280 გრძივი მ. გზის  საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაცია, რომელიც გადაეგზავნა მუნიციპალური განვითარების ფონდს.
  •           ოზურგეთი-ნატანები-ურეკის შიდა სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის გზიდან, სოფ ხვარბეთის გავლით კონჭკათის (კატისციხე) საზღვრამდე დამაკავშირებელი 4 868 გრძ.მ  გზის სარეაბილიტაციო სამუშაოების ჩასატარებლად მომზადდა საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაცია.
  •           მომზადდა ოზურგეთის ისტორიული მუზეუმის შენობის რეაბილიტაციის პროექტი.
  •           მომზადდა ოზურგეთის სასპორტო სკოლის სარეაბილიტაციო სამუშაოების საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაცია.
  •           2019 წელს იგეგმება შემოქმედელის, გურიელის, პუშკინის, შევჩენკოს, ანდღულაძის ქუჩების რეაბილიტაცია, გრიბოედოვის ქუჩაზე სკვერის კეთილმოწყობა.  ეკალდიდის დასახლებაში ბეტონის გზის მოწყობა საერთო სიგრძით 6 კმ. გურამიშვილის ქუჩაზე  საცხოვრებელი კორპუსის ეზოს მოწყობის სამუშაოები, თენიეშვილის N4-ში მდებარე კორპუსის ეზოს და ქუჩის მიმდებარე ტერიტორიის კეთილმოწყობა  და N6-ში  საცხოვრებელი კორპუსის ეზოს წყლის სისტემის რეაბილიტაცია.