ტურიზმის პროექტები - ოზურგეთის მუნიციპალიტეტი - oz.gov.ge
ტურიზმის პროექტები

კურორტები და ტურიზმი

 

        ოზურგეთის მუნიციპალიტეტი ფლობს უნიკალურ კურორტებს როგორც ზღვისპირეთზე, ასევე ალპურ ზონაში. საქართველოში არსებული ოთხი სარეკრეაციო სტატუსმინიჭებული კურორტიდან -  ურეკი მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მდებარეობს.

       მუნიციპალიტეტის კურორტები საშუალებას იძლევა ზამთარ-ზაფხულ უმასპინძლოს დამსვენებლებს საქართველოდან თუ საზღვარგარეთიდან, რაც ბიუჯეტის ზრდისა და მოსახლეობის დასაქმების ერთ-ერთი მთავარი საწინდარია. მუნიციპალიტეტის ზღვისპირეთის კურორტებიდან მოქმედია ურეკი, შეკვეთილი და სამთო კუროტი გომისმთა.

  ურეკი

     საზღვაო აკვატორია  შეკვეთილიდან გრიგოლეთამდე საზღვაო ტურიზმის განვითარების საშუალებას იძლევა. ამ მიზნით ურეკსა და შეკვეთილში შესაძლებელია აშენდეს მინიპორტები, საიდანაც კომეტით, მცირე ზომის სასეირნო გემებით და კატერებით მოეწყობა ექსკურსიები დამსვენებლების და ტურისტებისათვის.

 

 

გომისმთა

     კურორტი გომისმთა მდებარეობს აჭარა-გურიის მთაგრეხილის ალპურ ზონაში, ზღვის დონიდან 2 200 მეტრზე. გომისმთა სამკურნალო თვისებებით გამორჩეული სამთო კურორტია. მისი უნიკალურობა გამოიხატება მთისა და ზღვის ჰაერის ნაზავით.

 

 

         ტურისტული ზონების განვითარებისა და პოპულარიზაციისთვის ოზურგეთის მუნიციპალიტეტში განხორციელდა საგრანტო პროექტი ,,თანამონაწილეობითი პრინციპები  გურიის ტურიზმის განვითარების სტრატეგიისათვის“ (Participatory CHARRETTE for the Tourism Development Strategy of Guria), შემუშავდა ტურიზმის განვითარების გრძელვადიანი სტრატეგია. 

        მოცემული სტრატეგია შეიქმნა საქართველოში ევროკავშირის  დელეგაციის მიერ დაფინანსებული პროექტის ,,თანამონაწილეობითი პრინციპები  გურიის ტურიზმის განვითარების სტრატეგიისათვის“ (Participatory CHARRETTE for the Tourism Development Strategy of Guria) ფარგლებში. პროექტის ლიდერი პარტნიორია ოზურგეთის მუნიციპალიტეტი, რომელმაც კოალიციაში გააერთიანა: ჩოხატაურის და ლანჩხუთის მუნიციპალიტეტები, ასევე ორი არასამთავრობო ორგანიზაცია სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტი და ოზურგეთის ახალგაზრდა მეციენრთა კლუბი.

       პროექტი, ,,თანამონაწილეობითი პრინციპები  გურიის ტურიზმის განვითარების სტრატეგიისათვის“, მიზნად ისახავს ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლების, ტურისტული სფეროთი დაინტერესებული აქტორებისა და  გურიის მოსახლეობის ფართო მონაწილეობით შემუშავდეს გურიის ტურიზმის განვითარების სტრატეგია, რომელიც ხელს შეუწყობს რეგიონის სოციალური და ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებას.

პროექტის უნიკალურობას განსაზღვრავს ორი ფაქტორი:

  1. პირველად საქართველოში ევროკავშირის დელეგაციამ გასცა გრანტი პირდაპირ მუნიციპალიტეტზე;
  2. პროექტის განხორციელდა უნიკალური მეთოდოლოგიით, კერძოდ საზოგადოებრივი დაგეგმვის მონაწილეობითი მეთოდოლოგია, რომელიც შემუშავდა Portland-ის (აშშ) CHARRETTE[1]-ის ეროვნულ ინსტიტუტზე დაყრდნობით.